ისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა
ისლამი არის სამყაროს შემოქმედი და მმართველი ალლაჰისთვის მორჩილება, სიყვარული და პატივისცემა. ისლამის საფუძველია რწმენა ალლაჰისადმი, რომ ის არის შემოქმედი და ყოველი სხვა არის ქმნილება. მხოლოდ ალლაჰი იმსახურებს თაყვანისცემას, მის გარდა არ არსებობს არავინ, ვინც მართლაც იმსახურებდეს თაყვანისცემას. მას აქვს ყველაზე მშვენიერი სახელები და უმაღლესი თვისებები, მას აქვს სრულყოფილი სრულყოფილება ყოველგვარი ნაკლის გარეშე. იგი არ შობს და არც თავად არის შობილი, და მას არ ჰყავს არავინ თანასწორი ან მსგავსი. იგი არ იღებს ფიზიკურ ფორმას და არ ჩნდება თავის შექმნილ არსებებში.
ისლამი რელიგიაა ალლაჰისა, რომელიც არ ღებულობს ადამიანებისგან რომელიმე სხვა რელიგიას მის გარდა. ის არის რელიგია, რომლითაც მოვიდა ყველა შუამავალი მშვიდობა მათ.
ისლამის რწმენის საფუძვლებიდან არის ყველა შუამავლის რწმენა და ის, რომ ალლაჰმა წარმოგზავნა შუამავლები, რათა ემცნოთ ადამიანებისთვის მისი ბრძანებები და აკრძალვები და გარდმოუვლინა მათ წიგნები. მათ შორის ბოლო მოციქული იყო მუჰამმადი მშვიდობა მას. ის წარმოგზავნა ალლაჰმა საბოლოო ღვთიური კანონით, რომელმაც ჩაანაცვლა მის წინ მოსული ყველა შუამავლის კანონები. ალლაჰმა მხარი დაუჭირა მას ძლიერი ნიშნებით, რომელთა შორისაც უდიდესი სასწაული არის წმინდა ყურანი. ის სამყაროთა ღმერთის სიტყვაა, უდიდესი წიგნია, რაც კი გაუგია კაცობრიობას. ყურანი სასწაულმოქმედია თავისი შინაარსით, ლექსიკით და სტრუქტურით. მასშია ჭეშმარიტი გზა, რომელიც დაკავშირებულია ამქვეყნიურ და საიქიო ცხოვრებასთან და ის შენახულია დღეს არაბულ ენაზე ისე, როგორც გარდმოევლინა და არ შეცვლილა მასში ერთი ასოც კი.
ასევე, ისლამის საფუძვლებიდან არის ანგელოზებისა და ბოლო დღის რწმენა, როცა ალლაჰი აღადგენს ყველა ადამიანს თავიანთი საფლავებიდან და განსჯის მათ თავიანთი საქმეებით. ვინც აკეთა კეთილი საქმე და მორწმუნე იყო, მას ექნება მარადიული ნეტარება სამოთხეში და ვინც უარყო და ჩადიოდა ცუდ საქმეებს - მას ექნება მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთის ცეცხლში. ისლამის საფუძვლებიდან არის ასევე, ბედისწერის რწმენა თავისი სიკეთით თუ სიავით.
მუსლიმებს სწამთ, რომ იესო იყო ალლაჰის მონა და მისი შუამავალი და რომ ის არ არის ალლაჰის ძე, რადგანაც ალლაჰი უდიდესია და შეუძლებელია, რომ მას ჰყავდეს ცოლი ან შვილი. ალლაჰმა გვამცნო ყურანში, რომ იესო იყო შუამავალი და უწყალობა ღმერთმა მას უამრავი სასწაული და რომ ალლაჰმა წარმოგზავნა ის, რათა მოეხმო თავისი ხალხისთვის, რომ თაყვანი ეცათ ერთადერთი ალლაჰისთვის, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე და ასევე გვამცნო, რომ იესოს არ მოუთხოვია ადამიანებისგან, რომ თაყვანი ეცათ მისთვის, პირიქით, ის თვითონ ეთაყვანებოდა თავის შემოქმედს.
ისლამი არის სარწმუნოება, რომელიც შეესაბამება ბუნებასა და ჯანსაღ გონებას, და მისაღებია სუფთა სულებისთვის. შემქმნელის კანონი უდიდესია მისი ქმნილებისთვის, ის არის სიკეთისა და ბედნიერების რელიგია ყველა ადამიანისთვის. ისლამი არ განასხვავებს რასას რასისაგან და არც ფერს - ფერისაგან. ამ სარწმუნოებაში ყველა ადამიანი თანაბარია, ისლამი არ გამოარჩევს არავის არავისგან, გარდა მათი კეთილი საქმეებისდა მიხედვით.
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ევალდებულება ალლაჰის რწმენა, როგორც ღმერთის. ისლამის, როგორც რელიგიის და მუჰამმადის, როგორც შუამავლის და ეს საკითხი არ არის არჩევანის საგანი ადამიანისთვის, რადგან ალლაჰი განკითხვის დღეს ჰკითხავს მას, თუ როგორ უპასუხა მოციქულებს. თუ იგი მორწმუნე იყო, მაშინ მას ექნება დიდი გამარჯვება და კეთილდღეობა. თუ იგი ურწმუნო იყო, მაშინ მას ექნება ცხადი წარუმატებლობა.
ვისაც სურს ისლამში შესვლა მან უნდა წარმოთქვას: " აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლაჰ". ( ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი შუამავალია) ამ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნით და რწმენით. ამის შემდეგ იგი ხდება მუსლიმი და დაიწყებს დანარჩენი ისლამური კანონების სწავლას ნელ-ნელა, რათა შეასრულოს ის, რაც ალლაჰმა მას დააკისრა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: byenah.com
ისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა