Articles

ისლამი


საღი აზრის, გონებისა და ბედნიერების რელიგია


სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა





შეეკითხე შენს თავს:





ვინ შექმნა ცები, მიწა და რაც მათ შორისაა უდიდესი ქმნილებათაგან? ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა, რაც მათშია?





როგორ  იქნა დარეგულირებული და განმტკიცებული ეს უდიდესი არსებობა იმ  ზუსტი და სრულყოფილი კანონით ამდენი საუკუნეების განმავლობაში?





ნუთუ ეს არსებობა შეიქმნა თავისით? თუ გაჩნდა არაფრისაგან? ან  იპოვეს შემთხვევით?





ვინ შეგქმნა შენ?


ვინ ჩადო ეს ზუსტი სისტემა შენი სხეულის ნაწილებში და დანარჩენი ცოცხალი არსებების სხეულებში?





არავინ მიიღებს, თუ ვინმე ეტყვის, რომ ეს სახლი შეიქმნა ისე, რომ არავინ ააშენა! ან თუ ეტყვის, რომ სახლი არარსებობამ შექმნა! მაშინ, როგორ სჯერათ ზოგიერთი ადამიანის, რომ ეს დიდი სამყარო შეიქმნა შემოქმედის გარეშე? როგორ მიიღებს გონიერი ადამიანი, თუ ვინმე ეტყვის, რომ ამ სამყაროს ზუსტი წესრიგი შემთხვევით წარმოიშვა?





დადასტურებით არსებობს უდიდესი ღვთაება ამ სამყაროს შემოქმედი და მმართველი, და ეს არის ალლაჰი წმინდა და დადიდებული.





უფალმა, დიდებულმა, გამოგვიგზავნა მოციქულები და მათზე გადმოსცა ღვთიური წიგნები (გამოცხადება), რომელთა უკანასკნელი არის ყურანი, რომელიც ალლაჰმა გადმოუვლინა მუჰამედს, ალლაჰის უკანასკნელ მოციქულს. თავისი წიგნებისა და მოციქულების მეშვეობით:





გაგვაცნო თავისი თავი და თვისებები და გაგვინმარტა ჩვენი უფლებები მასზე და მისი უფლება ჩვენზე.





გვასწავლა, რომ ის არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ქმნილებები და რომ ის ცოცხალია და არ გარდაიცვლება და რომ ქმნილებები არიან მისი ძალაუფლების, ძლევამოსილებისა და ნების  ქვეშ.





გვამცნო, რომ მისი თვისებებიდანაა ცოდნა, რომლითაც მოიცავს ყველაფერს ცოდნით და რომ ის ყოვლისმსმენი და ყოვლისმხედველია, რომლისგანაც არ არის ფარული არაფერი არც დედამიწაზე და არც ცაში.





ის არის უფალი მარადცოცხალი და ზედამხედველი (მზრუნავი), რომლითაც ცოცხლობს ყველა ქმნილება ყოვლადწმინდისა, ისაა ზედამხედველი , რომლითაც  დგას ყოველი ქმნილების   სიცოცხლე წმინდაა ის, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:﴿اللَّهُ لا إِلَهَ إِلَّا هُوَ الْحَيُّ الْقَيُّومُ لا تَأْخُذُهُ سِنَةٌ وَلا نَوْمٌ لَهُ مَا فِي السَّمَوَاتِ وَمَا فِي الأَرْضِ مَنْ ذَا الَّذِي يَشْفَعُ عِنْدَهُ إِلَّا بِإِذْنِهِ يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلا يُحِيطُونَ بِشَيْءٍ مِنْ عِلْمِهِ إِلَّا بِمَا شَاءَ وَسِعَ كُرْسِيُّهُ السَّمَوَاتِ وَالأَرْضَ وَلا يَئُودُهُ حِفْظُهُمَا وَهُوَ الْعَلِيُّ الْعَظِيمُ﴾ "არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე, და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას და იგი უზენაესი, დიდებულია".[სურა ბაყარა: 255]





მან გვამცნო, რომ მას აქვს სრულყოფილი თვისებები, გვიწყალობა გონება და გრძნობები, რომლითაც აღვიქვამთ მისი შემოქმედებისა და მისი შემძლეობის  საოცრებას, რომელიც მიგვითითებს მის უდიდეს ძალასა და სრულყოფილ თვისებებზე. მან ჩანერგა ჩვენში თვისება, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე და შეუძლებელია, რომ ის აღიწეროს რაიმე ნაკლოვანებით.





გავიგეთ, რომ ღმერთი მისი ცების მაღლაა და არა სამყაროს შიგნით და არც სამყაროა მასში.





ალლაჰმა გვამცნო, რომ გვევალდებულება მასზე მორჩილება და რომ ის ჩვენი შემქმნელია და  სამყაროს შემქმნელიც და მართველიც.





როგორც შემქმნელს მას აქვს უდიდესი თვისებები და შეუძლებელია, რომ აღწერო საჭიროებისამებრ ან ნაკლოვანებით, არამედ ის არის ღმერთი, რომელსაც არ ავიწყდება, არ ძინავს და არ ჭამს საჭმელს. შეუძლებელია, რომ მას ჰყავდეს ცოლი ან შვილი; ყოველი გადმონაცემი, რომელშიც არის ის, რაც ეწინააღმდეგება შემქმნელის სიდიადეს - არ არის მართალი ზეშთაგონებიდან, რომლითაც მოვიდნენ ალლაჰის მოციქულები ღმერთის მშვიდობა მათ.





წმინდა ყურანში დიდებულმა ღმერთმა თქვა:﴿قُلۡ هُوَ ٱللَّهُ أَحَدٌ * "თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი!ٱللَّهُ ٱلصَّمَدُ * ალლაჰი „სამედია(თვითკმარი“)لَمۡ یَلِدۡ وَلَمۡ یُولَدۡ * არ შობილა და არც უშვიაوَلَمۡ یَكُن لَّهُۥ كُفُوًا أَحَدُۢ﴾ და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი!".  თვითკმარი(არაბულში სამედ) - ანუ ის არაფერზეა დამოკიდებული, პირიქით, ყველაფერი მასზეა[სურა ალ-იხლაას: 1-4]





თუ გწამს, რომ ღმერთია შემქმნელი შეკითხვა არ გაგიჩნდაა ერთ დღეს, თუ რა მიზნით შეგვქმნა მან? და რა სურს ჩვენგან ალლაჰს და რა არის ჩვენი არსებობის მიზანი?





ნუთუ  შესაძლებელია, რომ ალლაჰმა შეგვქმნა და შემდეგ მიგვატოვა ამაოდ? ნუთუ შესაძლებელია, რომ ალლაჰმა შექმნა ყველა ეს ქმნილება ყოველგვარი მიზანის გარეშე?


სინამდვილეში ღმერთი დიდებული შემქმნელი - " ალლაჰია"  და მან გვამცნო, თუ რა არის ჩვენი შექმნის მიზანი. ეს არის თაყვანისცემა ერთადერთ ალლაჰზე! გვამცნო, რომ მხოლოდ ის ერთია თაყვანისცემის ღირსი და გაგვინმარტა მისი  შუამავლებისგან ღმერთის მშვიდობა მათ, თუ როგორ ვეთაყვანოთ მას, როგორ დავუახლოვდეთ მას საქმით, მისი ბრძანებებითა და აკრძალვებით, როგორ მოვიპოვოთ მისი კმაყოფილება და როგორ გავერიდოთ მის სასჯელს, ასევე გვამცნო ბედისწერაზე სიკვდილის შემდეგ.





გვამცნო რომ ამქვეყნიური ცხოვრება უბრალოდ გამოცდაა, და რომ ნამდვილი და სრულყოფილი ცხოვრება იქნება საიქიოში  გარდაცვალების შემდეგ.





და გვამცნო, რომ ვინც ეთაყვანა ალლაჰს ისე როგორც მან უბრძანა და არ გააკეთა ის რაც მან აკრძალა, მას ექნება კარგი ცხოვრება ამ ქვეყნად და მარადიული ნეტარება საიქიოში, ხოლო ვინც ეურჩა და უარყო, ის იქნება უბედური ამქვეყნად და მარადიულ ტანჯვაში საიქიოში.





ჩვენ ვიცით, რომ შეუძლებელია  გავაგრძელოთ ეს ცხოვრება ისე, რომ ყოველმა ადამიანმა არ მიიღოს საზღაური იმისა, რაც გააკეთა სიკეთე თუ ბოროტება; ნუთუ  არ იქნება სასჯელი უსამართლოებისთვის და ჯილდო სიკეთის ქმნელთათვის?


ჩვენმა ღმერთმა გვამცნო, რომ წარმატება, მისი კმაყოფილება და სასჯელისაგან გადარჩენა არ იქნება, თუ არა ისლამის რელიგიაში შესვლით. ეს არის მორჩილება და თაყვანისცემა მასზე ერთადერთზე, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე, მორჩილება მასზე, მორჩილება და კმაყოფილებით მიღება  მისი კანონის და გვამცნო, რომ ადამიანებისგან არ მიიღებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას. თქვა დიდებულმა ღმერთმა:(وَمَن يَبۡتَغِ غَيۡرَ ٱلۡإِسۡلَٰمِ دِينا فَلَن يُقۡبَلَ مِنۡهُ وَهُوَ فِي ٱلۡأٓخِرَةِ مِنَ ٱلۡخَٰسِرِينَ) "და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის".[ სურა აალ იმრაან: 85]





ვინც შეხედავს იმას, რასაც ეთაყვანება  ადამიანების უმრავლესობა აღმოაჩენს, რომ ერთნი ეთაყვანებიან ადამიანს, სხვები კი - კერპებს. ასევე ზოგიერთნი ეთაყვანებიან პლანეტებს და ამგვარად,  მიუღებელია მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ ეთაყვანოს სხვა რამეს  მაგიერ სამყაროთა ღმერთისა, რომელიც სრულყოფილია თავის თვისებებში და როგორ შეიძლება ადამიანმა თაყვანი სცეს თავის მსგავს ქმნილებას ან მასთან მიახლოებულს! შეუძლებელია რომ სათაყვანებელი იყოს ადამიანი, კერპი, ხე ან ცხოველი!





რელიგიები, რომლითაც ეთაყვანებიან ადმიანები დღეს, გარდა ისლამისა, არ იქნება მიღებული ალლაჰთან არც ერთი მათგანი, რადგანაც ეს რელიგიები შექმნილია ადამიანების მიერ ან ზეციური რელიგიებია, რომლებშიც ადამიანებმა ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ ისლამი სამყაროთა ღმერთის რელიგიაა. ის არ შეიცვლება განკითხვის დღემდე, ხოლო ამ რელიგიის წიგნი - წმინდა ყურანია. ყურანი დაცულია ალლაჰისაგან ისე, როგორც გარდმოევლინა და დღემდე მუსლიმების ხელშია იმ ენით, რომლითაც გარდმოევლინა ბოლო შუამავალ მუჰამმადზე ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას.





ისლამის საფუძვლებიდან არის, რომ ირწმუნო ყველა შუამავლების, რომლებიც წარმოგზავნა ალლაჰმა და ყველა მათგანი იყო ადამიანი, რომელთაც დაეხმარა ალლაჰი სასწაულებით და წარმოგზავნა ისინი ერთადერთ ალლაჰზე თაყვანისცემისკენ მოწოდებისთვის, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე.ბოლო შუამავალი მუჰამმადია ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას. ალლაჰმა წარმოგზავნა ის ბოლო ღვთიური კანონით, რომელმაც შეცვალა მის წინა მყოფი შუამავლების კანონები, დაეხმარა მას დიდებული სასწაულებით, მათგან უდიდესია ყურანი, სამყაროთა ღმერთის სიტყვა. ის უდიდესი წიგნია, რაც კი გაუგიათ ადამიანებს, სასწავლებრივია თავისი შინაარსით, ორგანიზებითა და დადგენილებით. მასშია ჭეშმარიტი გზა, რომელიც დაკავშირებულია ამქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებასთან. ყურანი გარდმოვლენილია არაბულ ენაზე.





არსებობს უამრავი გონივრული თუ მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც უდავოდ ადასტურებს, რომ ეს ყურანი არის წმინდა და დიდებული შემქმნელის სიტყვა და შეუძლებელია, რომ ის იყოს ადამიანის მიერ შექმნილი.





ისლამის საფუძვლებიდან არის ანგელოზებისა და ბოლო დღის რწმენა, როცა ალლაჰი აღადგენს ხალხს თავისი საფლავებიდან ბოლო დღეს და განსჯის მათი საქმეებისდა მიხედვით და ვინც ჰქმნა კეთილი საქმე და ის იყო მორწმუნე, მას ექნება მარადიული ნეტარება სამოთხეში, ხოლო ვინც უარყო და აკეთა ცუდი საქმეები, მას ექნება უდიდესი და  მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთის ცეცხლში.  ასევე ისლამის საფუძვლებიდან არის - ალლაჰის ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით.





ისლამი არის ცხოვრების ყოვლისმომცველი გზამკვლევი, რომელიც შეესაბამება ბუნებას და გონებას და მისაღებია სუფთა სულებისთვის. შემქმნელის კანონი უდიდესია მისი ქმილებისათვის. ის არის სიკეთისა და ბედნიერების გზა ყველა ადამიანისთვის ამქვეყნად და საიქიოში, ის არ განასხვავებს ერთ რასას მეორისაგან და არც ერთ ფერს მეორისაგან, მასში ყველა ადამიანი თანაბარია, ისლამი არ განასხვავებს არავის, გარდა თავისი კეთილი საქმეების მიხედვით.





თქვა დიდებულმა ალლაჰმა:(مَنۡ عَمِلَ صَٰلِحا مِّن ذَكَرٍ أَوۡ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤۡمِن فَلَنُحۡيِيَنَّهُۥ حَيَوٰة طَيِّبَة وَلَنَجۡزِيَنَّهُمۡ أَجۡرَهُم بِأَحۡسَنِ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ) "ვინც მართალი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ  ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ".[სურა ან-ნაჰლ: 97]





ალლაჰი ადასტურებს წმინდა ყურანში, რომ ალლაჰის რწმენა, როგორც სათაყვანებელი ღვთაების, ისლამის, როგორც რელიგიის და მუჰამმადის, როგორც შუამავლის და ისლამში შესვლა, (ეს ყველაფერი)აუცილებელი საქმეა და არა არჩევითი; და რომ განკითხვის დღეს იქნება ანგარიშება და საზღაური, და ვინც იყო გულწრფელი მორწმუნე, მას ექნება გადარჩენა და უდიდესი ბედნიერება, ხოლო ვინც იყო ურწმუნო - ის ცხადად განადგურდება.





თქვა დიდებულმა ალლაჰმა:(... وَمَن يُطِعِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ يُدۡخِلۡهُ جَنَّٰت تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُ خَٰلِدِينَ فِيهَاۚ وَذَٰلِكَ ٱلۡفَوۡزُ ٱلۡعَظِيمُ، "და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, რომელთა ძირს მდინარეები მიედინება, იქნებიან იქ მარადიულად, და სწორედ ეს არის დიადი მიღწევა,وَمَن يَعۡصِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ وَيَتَعَدَّ حُدُودَهُۥ يُدۡخِلۡهُ نَارًا خَٰلِدا فِيهَا وَلَهُۥ عَذَاب مُّهِين) ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, და გადავა მის საზღვრებს, შეიყვანს ცეცხლში, იქნება იქ მარადიულად და სწორედ მას - სასჯელი დამამცირებელი!"[სურა ან-ნისა: 13-14]





ვისაც სურს ისლამში შესვლა მან უნდა წარმოთქვას: " აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლაჰ". ( ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი შუამავალია) ამ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნით და რწმენით. ამის შემდეგ იგი ხდება მუსლიმი და დაიწყებს დანარჩენი ისლამური კანონების სწავლას ნელ-ნელა, რათა შეასრულოს ის, რაც ალლაჰმა მას დააკისრა.





ისლამი.......................................................................................................................................





საღი აზრის, გონებისა და ბედნიერების რელიგია....................................................





ვინ შეგქმნა შენ?...............................................................................................................





ნუთუ  შესაძლებელია, რომ ალლაჰმა შეგვქმნა და შემდეგ მიგვატოვა ამაოდ? ნუთუ შესაძლებელია, რომ ალლაჰმა შექმნა ყველა ეს ქმნილება ყოველგვარი მიზანის გარეშე?...................................................................................................................................................





ჩვენ ვიცით, რომ შეუძლებელია  გავაგრძელოთ ეს ცხოვრება ისე, რომ ყოველმა ადამიანმა არ მიიღოს საზღაური იმისა, რაც გააკეთა სიკეთე თუ ბოროტება; ნუთუ  არ იქნება სასჯელი უსამართლოებისთვის და ჯილდო სიკეთის ქმნელთათვის?....................................



Recent Posts

ისლამი ალლაჰის შუამავ ...

ისლამი ალლაჰის შუამავლების რელიგიაა

ისლამი საღი აზრის, გო ...

ისლამი საღი აზრის, გონებისა და ბედნიერების რელიგია სახელითა ალლაჰისა მოწყალისა